აღნიშნული პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა აღწერს თუ როგორ ამუშავებს imeri2020.ge მომხმარებლის მიერ ჩვენთვის მოწოდებულ ინფორმაციას და მონაცემებს რათა ვმართოთ imeri2020.ge-ს მომხმარებელთან თანამშრომლობა. თქვენს შესახებ ჩვენთვის მოწოდებულ ან სხვაგვარად ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაციის დამუშავება ხდება წინამდებარე პოლიტიკით განსაზღვრული წესით.

ვინ ვართ ჩვენ?

შპს „იმერი 2020“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ სამეწარმეო სუბიექტს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი.
საიდენტიფიკაციო ნომერი: 406374052
ფაქტობრივი მისამართი: საქართველო, თბილისი, კასტელი კრისტოფეროს ქ. №8

ვისთვის არის გამიზნული ეს დოკუმენტი?

imeri2020.ge-ს მომხმარებლებისთვის (მათ შორის ყოფილი, და/ან მომავალი) ან სხვა პირებისთვის, ვინც გამოხატა ინტერესი კონკრეტულ პროდუქტსა თუ მომსახურებაზე, არის ჩვენი მომხმარებლის კანონიერი წარმომადგენელი, ან საკონტაქტო პირი.

როგორ ვაგროვებთ თქვენს მონაცემებს?
  • თქვენ მიერ ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდის გამოყენება;
  • თქვენ მიერ ჩვენს ვებ-გვერდზე რეგისტრაცია/ავტორიზაცია;
  • მომსახურების და პროდუქტის მიღების მიზნით თქვენი მომართვა;
  • თქვენ მიერ ჩვენი მომსახურებით/პროდუქტებით სარგებლობა.
რა არის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი?
  • მომხმარებელთან ურთიერთობის მართვისთვის;
  • ახალი პროდუქტებისა და სერვისების დასანერგად;
  • მარკეტინგული აქტივობების განსახორციელებლად;
  • თქვენგან უკუკავშირის მიღებისა და პრეტენზიებზე რეაგირებისთვის;
  • ჩვენი და თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად.
რა სახის მონაცემებს ვამუშავებთ?

პერსონალური მონაცემები: სახელი და გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, დაბადების თარიღი, ფაქტობრივი მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი. საიტზე საგადახდო ოპერაციის განხორციელების მიზნით, ჩვენ შესაძლოა დავამუშავოთ თქვენი საბანკო ანგარიშის ნომერი და ბარათის დეტალები.

მზა ჩანაწერები (Cookies): ჩვენ ვიყენებთ მზა ჩანაწერებს თქვენი გამოცდილების პერსონალიზირებისა და ვებ-გვერდზე ნავიგაციის გამარტივების მიზნით.

მიწოდების პირობები

შეკვეთის ადგილზე მიტანის საფასური განისაზღვრება შემდეგნაირად:

  • 🚚 მიწოდების საფასური — 10₾

  • 📅 სამუშაო საათები — ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (10:00 – 18:00);

  • სწრაფი სერვისი — შეკვეთას მიიღებთ იმავე ან მომდევნო სამუშაო დღეს.

დისტანციურად შეძენილი პროდუქციის დაბრუნების წესი

მომხმარებელი უფლებამოსილია უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს ნივთი ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე საქონლის მფლობელობაში მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში.

  • დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: info@imeri2020.ge;
  • მომხმარებელი ვალდებულია დააბრუნოს საქონელი შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 2 კალენდარული დღის ვადაში;
  • საქონლის დაბრუნების ხარჯს იხდის თავად მომხმარებელი;
  • თანხა დაბრუნდება იმავე პირის ანგარიშზე, ვინც განახორციელა შეძენა, ნივთის ფიზიკურად დაბრუნებიდან 14 დღის ვადაში.
კავშირი ჩვენთან

დაგვიკავშირდით info@imeri2020.ge-ზე, თუ გაქვთ კითხვები ჩვენი პოლიტიკის ან მომსახურების შესახებ.